შპს ლუკა – A ტიპის აკრედიტირებული ინსპეკტირების ორგანო

დაბადების დღის საჩუქარი ბაბუასთვის

დაბადების დღის საჩუქარი ბაბუასთვის

ალბათ, ყველა მშობელი ოცნებობს, რომ, როცა მათი შვილი გაიზრდება, დაეხმაროს. ყველას არ გამოსდის ეს, რადგან უამრავი ცხოვრებისეული გარემოება არსებობს, რომლებიც ახლობლებს ერთმანეთს აშორებს და რეგულარული ურთიერთობისთვის წინაღობებს ქმნის. ჩვენი სტატიის გმირი ძალიან მადლიერი ბავშვი აღმოჩნდა. კემ დედმენმა გადაწყვიტა, თავისი საყვარელი ბაბუისთვის დაუჯერებელი სურპრიზი გაეკეთებინა, ყველა იმ წლისთვის, რომლებიც თავის შვილიშვილს მიუძღვნა. 81 წლის ფრედ ლამარი […]

Read More

უკანა ეზოში თამაშისას, ბავშვებმა ჩაფლული ავტომობილი იპოვეს

1978 წელს, ორ ლოსანჯელესელ ძმას მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო უახლეს “ფერარიზე”: ბავშვებს კარგად ესმოდათ, რომ მათი მშობლები ამდენად მდიდრები არ იყვნენ. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ ბიჭები, როცა საკუთარი სახლის უკანა ეზოში თამაშისას შემთხვევით იპოვეს მიწაში ჩაფლული საოცნებო მანქანა. პოლიციელებმა, რომლებიც ბიჭების მშობლებმა გამოიძახეს, აღიარეს, რომ ასეთი რამ არსად არასდროს ენახათ.     სამართალდამცავების დახმარებით, ავტომობილი სწრაფად […]

Read More

უცნაური საგზაო შემთხვევები, რომელსაც ახსნას ვერ უპოვით

  1. როცა სუპერმარკეტში ერთი წუთით შეხვედი…   2. როგორ მიჭირს საფეხურებზე ჩასვლა…   3. აქ გავივლიდი, ხიდი რომ არ დაედაბლებინათ.   4. მაგრამ დაცლის ბრძანება ჯერ არ გამიცია.   5. ახლა ცაში ამაფრინა…     6. ვიღაცას გზაზე ბოულინგის თამაში მოუნდა.   7. ჩემს ცოლს სულ ვეუბნები, რომ ყველაფერში განსაკუთრებულია – პარკირებაშიც კი.   […]

სრულად წაკითხვა

როგორ გადავჭრათ პრობლემა, თუ ავტომობილის ფარი შიგნიდან იორთქლება

კონდენსატს აქვს უნარი, გაჩნდეს იქ, სადაც არ ელიან. ერთ-ერთი ასეთი შეუფერებელი ადგილია ავტომობილის სანათი მოწყობილობის შიდა სივრცე. ფარის შიგნიდან დაორქლება სერიოზული პრობლემაა, რომლის უგულებელყოფაც დაუშვებელია. როგორც კი მსგავსი რამ მოხდება, საკითხი მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადაჭრათ. აი, როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში.     შიგნიდან დაორთქლილი ფარი ავტომობილებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც არაა დამოკიდებული მანქანის კონკრეტულ […]

Read More

„მანქანა ყველასთვის“ – ჰენრი ფორდის ამერიკული ოცნება

„მე ეს მინდა, შესაბამისად, მე ეს მექნება“ – ჰენრი ფორდის ცხოვრების კრედო მომავალი წარმატების უშუალო თანმდევი გახდა. მისი განვლილი გზა ნამდვილად გამოდგება იმის მაგალითად, თუ როგორი უნდა იყოს ერთდროულად მეოცნებე და მიზანდასახული ადამიანი. ინდივიდუალიზმით გამორჩეული ამერიკელი ბიზნესმენის ისტორია არ ძველდება. ადამიანებისთვის, ვისაც პატარა თუ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მისი წარმატების გზა ძლიერი მოტივატორია. ფერმერების ოჯახში დაბადებული […]

Read More

პირველი იანვრიდან, თხევადი აირბალონების ინსპექტირება სავალდებულო გახდა (LPG)

2020 წლის პირველი იანვრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ისპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის 1 […]

Read More

პირველი მინა მწმენდი ქალბატონმა გამოიგონა

იცოდით, თუ არა რომ❓ პირველი საქარე მინის საწმენდი (დვორნიკები) ავტომობილისთვის 1903 წელს მერი ანდერსონმა გამოიგონა. 🦸‍♀️ მას შეეცოდა მძღოლი, რომელიც ქარბუქის დროს იძულებული იყო ყოველ წუთას გაეჩერებინა მანქანა და საქარე მინა თოვლისგან გაესუფთავებინა. ✅ გამოგონებამ ცუდ ამინდში ავტომობილების სწრაფ გადაადგილებას შეუწყო ხელი.

სრულად წაკითხვა

ტექინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შევიდა, რომელიც 2020 წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ცვლილებებით განისაზღვრა გარდამავალი ეტაპები. მისი თქმით, ავტომფლობელებს მიეცათ გონივრული ვადა, ხარვეზიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად და ამავე დროს, გამკაცრდა ისეთი ნორმები, რომლებიც ცალსახად მიმართულია გზებზე უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად. […]

სრულად წაკითხვა

როგორ ვმართოთ ავტომობილი უსაფრთხოდ ღამით

მძღოლების 70% ვერ მართავს ავტომობილს უსაფრთხოდ ღამის საათებში. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ და გეგმავთ მოგზაურობას ღამით, მაშინ გაითვალისწინეთ რჩევები და მგზავრობა უპრობლემოდ დასრულდება. როცა საჭესთან პირველად ვსხდებით, ვფიქრობთ, რომელიმე საგზაო წესი არ დაგვავიწყდეს. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ზოგადად, მანქანის ტარება, ბევრი ამოცანისთვის თავის გართმევას ნიშნავს. მძღოლებს ურჩევნიათ ღამით იმოძრაონ, რადგან ნაკლები მანქანა […]

სრულად წაკითხვა

თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ, აიკრძალება, მძღოლებს კი ახალი მანქანების შესაძენად, შესაძლოა, შეღავათიანი სესხები შესთავაზონ

თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ აიკრძალება. ავტომანქანის წლოვანება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს. გარდა ამისა, რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოიაზრება მძღოლებისთვის შეღავათიანი სესხის შეთავაზებაც, რათა მათ ახალი ავტომობილების შეძენა შეძლონ. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოსალოდნელი ცვლილებების საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ ექსკლუზიურად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა […]

სრულად წაკითხვა