შპს ლუკა – A ტიპის აკრედიტირებული ინსპეკტირების ორგანო

ხდკ – ხშირად დასმული კითხვები

3500 კგ-მდე მისაბმელებს, მოტოციკლებს და L კატეგორიის  (მოტოციკლებს, მოპედებს, სკუტერებს, კვადროცოკლებს, ტრიციკლებს) სატრანსპორტო საშუალებებს:

– ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (გამოშვებული 1960 წლამდე);

– სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპლუატაცია მფლობელის მიერ დროებით შეჩერებულია (არ მოძრაობს და არ გამოდის გზაზე);

– ავტომობილებს, რომლების გამოშვებიდან  4 წელი არ არის გასული;

– სატრანსპორტო   საშუალებებს, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს;

– ავტომობილებს, რომლებსაც საქართველოში ჯერ არ გაუვლიათ დადგენილი წესით რეგისტრაცია (ტრანზიტული, განუბაჟებელი, უცხო ნომრებზე და ა.შ….).

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საფასურია 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის კი 100 ლარი.

ეს ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ყველგან უცვლელია, ამიტომ არჩევანი შეგიძლიათ მომსახურების ხარისხის მიხედვით გააკეთოთ.

ფასების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ

გადახდა შეიძლება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

(ფეიბოქსი, ინტერნეტბანკი)

პირველ რიგში შესაბამის ცენტრში შეამოწმებინებთ გაზის სისტემას, შემდეგ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას (ფირნიშს) და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.  

სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია  (სახელმწიფო ნომერი, ვინ ნომერი მანქანის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, ტექ. პასპორტი, ფერი);

სამუხრუჭე   აღჭურვილობა  (მუხრუჭები, სამუხრუჭე ხუნდები, ეგრედწოდებული „კალოდკები“ );

საჭით მართვის სისტემა („რულავოი“, „რაზვალი“ და მისთანანი);

ხილვადობა ( საქარე მინა – „პარპრესი“, იგივე „პარპრეზი“, სხვანაირად „ბაკავოი“ და შუშები. თუ გატეხილია, ცელოფნის აკვრა არ შველის);

ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა („დალნი“, „ბლიჟნი“, „გაბარიტები“, „სტოპები“, წინა და უკანა მოხვევის მანიშნებლები, იგივე „პავაროტნიკები“ ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს და მუშაობდეს);

ღერძები,  თვლები, საბურავები და დაკიდება (სავალი ნაწილი ე.წ. “ხადავოი“);

შასი და მისი შემადგენლები  (ძარა, ე.წ. “რამა, კუზაო“);

სხვა მოწყობილობები  (სპიდომეტრი; ოდომეტრი და ა.შ.);

უარყოფითი ზემოქმედება  (გამონაბოლქვი);

ავტომობილის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია: ფერი, ძრავი, სახელმწიფო ნომერი და ა.შ. აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს მის ფაქტიურ მდგომარეობას.

ამაში არაფერია საგანგაშო, რადგან იმ შემთხვევეაში თუ ტექინსპექტირება  პირველივე ცდაზე ვერ გაიარეთ, 30 კალენდარული დღე გაქვთ (კალენდარული ნიშნავს შაბათ-კვირებისა და დასვენების დღეების ჩათვლით 30 დღეს)  ხარვეზების გამოსასწორებლად (ამ პერიოდში პატრული ვერ დაგაჯარიმებთ).

განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება უფასოა და შეიძლება ჩატარდეს ჩვენივე კომპანიის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რომლებზეც ხარვეზები გამოვლინდა.

თუ განმეორებითი ტექინსპექტირებისთვის სხვა კომპანიას მიაკითხავთ, მოგიწევთ თანხის ხელმეორედ სრულად გადახდა და ინსპექტირებაც ყველა პარამეტრზე ჩატარდება.

შეგიძლიათ კიდევ სცადოთ. მას შემდეგ, რაც მიიღებთ შესაბამის  რეკომენდაციას, აუცილებელია თავიდან (ხარვეზების გამოსწორების შემდეგ) გაიროთ ტექინსპექტირება (ეს ინსპექტირება ტარდება საერთო წესით, საფასურის გადახდა ხდება სტანდარტულად) 

განმეორებითი ინსპექტირება უფასოდ მხოლოდ 30 კალენდარული დღის განმავლობაში ხორცილედება.

სრულ შემოწმებას დაახლოებით 10-15 წუთი ჭირდება.

თუ აირბაგი გათვალისწინებულია ქარხნულად და არ აყენია ავტომობილში/გახსნილია – ვერ გაივლით ინსპექტირებას.

მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არავითარი დამატებითი სირთულეები არ შეექმნებათ. ზოგიერთ მათგანს მოუწევს ფარების გასწორება/გადაკეთება/შეცვლა (ეს დამოკიდებულია ფარის კონსტრუქციაზე). ამის მიზეზი სინათლის ნაკადის მიმართულებაა, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს ქვეყანაში მიღებულ მოძრაობისათვის დადგენილ ნორმას/სტანდარტს.

გაივლით, რადგან  მოქმედი კანონმდებლობა არ გვავალდებულებს ავტომბილზე სიგნალიზაციის შემოწმებას.

2018 წლის ოქტომბრიდან უკვე სავალდებულოა 3,0 და მეტი ძრავის მქონე და კორპორაციული, ანუ კომპანიების საკუთრებაში არსებული ავტომობილების ინსპექტირება. (ეს  ეხება ყველას, ისტორიული ინტერესების მანქანების გარდა. ასეთად კი ითვლება 1960 წლამდე გამოშვებული ავტომობილები)

რა მოხდება თუ ღვედს არ გაიკეთებთ ან პატრულის დანახვისას მობილურზე ლაპარაკს გააგრძელებთ, ან წითელზე გაივლით? დაჯარიმდებით. ზუსტად იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც. ჩვენ გირჩევთ დროულად გაიაროთ ეს პროცედურა, რადგან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი კლიენტებისთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ამავდროულად კომფორტული და სასარგებლო გამხდარიყო. რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას,ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმად განსაზღვრულია 50 ლარი და მართვის მოწმობაზე 15 ქულის დაკლება, ხოლო იურიდიული პირის (კომპანიის) შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს  200 ლარს და მძღოლს მართვის მოწმობაზე ამ შემთხვევაშიც 15 ქულა დააკლდება .

სავარაუდოდ თქვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, თუმცა სჯობს ამ ინფორმაციისთვის შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიმართოთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია ინფორმაცია მხოლოდ ჯარიმის ოდენობაზე მოგაწოდოთ.

თუ ახალი ავტომობილი გყავთ, რომელსაც არ შესრულებია 4 წელი, ჯერ არ უწევს ტექინსპექტირება. თუ თქვენ ავტომობილს უკვე შეუსრულდა 4 წელი, მაგრამ ჯერ არ გამხდარა 8 წლის, მაშინ ორ წელიწადში ერთხელ დასჭირდება ინსპექტირება.ხოლო თუ თქვენი ავტომობილი უკვე 8 წლის გახდა, მაშინ ინსპექტირების გავლა ყოველ წელს დაგჭირდებათ.

თქვენი უსაფრთხოების მიზნით საინსპექციო სივრცეში შესვლა აკრძალულია, თუმცა შეგიძლიათ არ იღელვოთ, რადგან თქვენი ავტომობილი საიმედო სპეციალისტების ხელშია, თქვენ კი შეგიძლიათ სრულ პროცესს მოსაცდელი ოთახიდან ადევნოთ თვალი.

მინდობილობა საჭირო არ არის.

აუცილებელია:

 – სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა (ტექ პასპორტი);
– მომსახურების საფასასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ჩვენი ექსპერტები ალბათ ყველაზე უკეთ შეძლებდნენ ნებისმიერი ხარვეზის გამოსწორებას, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს ეკრძალება ავტომობილზე რაიმე სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ხარვეზების აღმოჩენისას ჩვენი თანამშრომლები არიან ობიექტურები, მიუკერძოებლები და არანაირი პირადი ინტერესი არ ამოძრავებთ.

ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლის თუ ხელსაწყოების დაფაზე (ე.წ. „ტორპედო, პრიბორი“)   გაუმართაობის ინდიკატორი (ე.წ. „დაჩიკი“) ანთებს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ავტომობილს ტექნიკური პრობლემა აქვს, ან ინდიკატორია მწყობრიდან გამოსული.

გაივლით, რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ გვავალდებულებს საქარე მინის მწარმოებლის დადგენას, მთავარია იყოს დაუზიანებელი.

რადგანაც ავტომობილების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ხილვადობა, გაბზარული ან  გაცვეთილი (ნაკლები ხილვადობის მქონე) მინით ავტომობილი ვერ გაივლის ტექინსპექტირებას.

მოქმედი კანონმდებლობა არ გვავალდებულებს ფარების პოლირებას, თუმცა აშკარად არ უნდა მცირდებოდეს სინათლის  ინტენსივობა  ან იცვლებოდეს  სინათლის ფერი.

ფარების უქონლობის ან დაზიანების შემთხვევაში თქვენი ავტომობილი ვერ გაივლის ტექინსპექტირებას, რადგან ღამით მოძრაობისას ფარებზეა დამოკიდებული რამდენად კარგად დაინახავთ გზას. გაბზარული, გატეხილი ან სხვაგვარად დაზიანებული ფარი ამცირებს ხილვადობას და საფრთხეს გიქმნით თქვენც და სხვებსაც.

 ზეთი არ უნდა წვეთავდეს, მოძრაობისას საჭეს არ უნდა ქონდეს მომატებული ხმა და არ უნდა იყოს მაგარი. ანუ მთავარია საჭე გამართულად ფუნქციონირებდეს.

მოქმედი კანონმდებლობა არ გვავალდებულებს სისტემაში ანტიფრიზის არსებობას (ზოგადად სასურველია ანტიფრიზის სიტემაში არსებობა,  რათა თავი ავარიდოთ გასაგრილებელი სითხის გაყინვას და სისტემის კოროზიას). შესაბამისად, ამის გამო ტექინსპექტირების გავლისას პრობლემა არ შეიქმნება.

მოქმედი კანონმდებლობა არ გვავალდებულებს ძრავში ან  გადაცემათა  კოლოფში ზეთის შეცვლას, მთავარია ძრავი იყოს ტექნიკურად გამართული რათა გავლენა არ მოახდინოს გამონაბოლქვის გაზომვის შედეგებზე დიზელის შემთხვევაში ზეთის დონის შემოწმებაც ხდება.

ვიზუალური შემოწმებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად აკმაყოფილებს გამონაბოლქვი კანონით დადგენილ ნორმებს.  ამისათვის საჭიროა სპეციალური ხელსაწყოები, ასე რომ ტყუილად ნუ ინერვიულებთ, ნუ გააჩერებთ ავტომობილს და უკნიდან ნუ დაუწყებთ გამონაბოლქვის ფერს ყურებას.

დაუშვებელია სარკეებზე ბზარებისა და ლაქების არსებობა, რადგან ავტოსანტრანსპორტო შემთხვევათა (ავარიების) უმრავლესობა არასწორი მანევრის გამო ხდება, ეს კი ძირითადად სარკეში არ და ვერ გახედვის შედეგია ხოლმე. ასე, რომ ავტომობილებზე სარკეებს უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ.

მძღოლის სავარძელი უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული და  რეგულირების მექანიზმი მუშაობდეს გამართულად.

სხვა სავარძლები  უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული და გამართულ მდგომარეობაში.

უსაფრთხოების ღვედის საკეტი და ამომწევი არ უნდა იყოს დაზიანებული და გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს, რადგან ღვედის ფუნქცია არ არის  პატრულის დასანახად მხარზე გადადება. ღვედი იცავს მძღოლის და მგზავრების უსაფრთხოებას ავტოსანტრანსპორტო შემთხვევის (ავარიის) დროს. ასე რომ ღვედი გამართული უნდა იყოს.

მოქემდი კანონმდებლობით კონდიციონერის ქონა/არქონა და გამართული ფუნქციონირება, ტექინსპექტირებისას არ მოწმდება.

დასაშვებია ფარა-პროჟექტორების ან ფარა-მაძიებლის დაყენენება, თუ ის გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ. თვითშემოქმედება ამ ნაწილშიც პრობლემას წარმოადგენს.

გამაფრთხილებელი სასიგნალო მოწყობილობა უნდა იყოს გამართული და  სათანადოდ ფუნქციონირებდეს, თუმცა არსებობს რიგი გამონაკლისებიც;  

ყველა სავარძელი უნდა იყოს  დამონტაჟებული ავტომობილის მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, ასე რომ ამოღებული სავარძლით  ვერ გაივლით.

სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია:

სახ ნომერი, ვინ ნომერი, ფერი, და სხვა უნდა ემთხვეოდეს ტექ პასპორტში არსებულ მონაცემებს

სამუხრუჭო აღჭურვილობა: ფეხის/ხელის მუხრუჭები, სამუხრუჭე ხუნდები „კალოდკებს“ რომ ვეძახით, გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს ;

საჭით მართვის სისტემა: საჭის სისტემა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში („რულავოი“ „რაზვალი“ და ა.შ.)

ხილვადობა (საქარე მინა – „პარპრესი“, იგივე „პარპრეზი“, სხვანაირად „ბაკავოი“ და შუშები) საქარე მინა/შუშები არ უნდა იყოს დაზიანებული/გაბზარული/ლაქებიანი;

ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა („ბლიჟნი“, „დალნი“,„გაბარიტი“, „სტოპები“, წინა და უკანა „პავაროტნიკები“ და ა.შ.);

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფარების შუქის მიმართულებამ არ უნდა გამოიწვიოს შემხვედრი ავტომობილის  მძღოლის მხედველობის დაბინდვა (ძირითადად მარჯვენასაჭიანებს აქვთ ხოლმე ეს პრობლემა);

მართვის მოწყობილობის (გადამრთველები)  გაუმართავი ფუნქციონირება.

ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება (სავალი ნაწილი “ხადავოი“);

საბურავების ცვეთა – სხვადასხვა ზომის და ტიპის საბურავები არ შეიძლება;

სხვა მოწყობილობები (სპიდომეტრი, ოდომეტრი, ღვედები), მათი   გაუმართავი ფუნქციონირება, უსაფრთხოების ღვედის არ ქონა, დაზიანება, უფუნქციობა;

უარყოფითი ზემოქმედება (გამონაბოლქვი) – თუ გამონაბოლქვის   გაზომვის შედეგები ცდება დასაშვებ ზღვარს;

დამატებითი ტექინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის (ავტობუსებისთვის): ავარიული გასასვლელის არ ქონა; შესასვლელი და გასასვლელი კარი; მგზავრების დასაჯდომი ადგილები; თანმხლები მძღოლის დასაჯდომი ადგილი და ა.შ.

ტაქსებისა და სასწრაფო დახმარების ავტომობილების ტექინსპექტირება ყოველწლიურად მოხდება.