Acura-ს ახალი უსაფრთხოების ბალიში ტვინის ტრავმის რისკს ამცირებს

2021 წლის Acura TLX-ი უსაფრთხოების ახალი ეტალონი იქნება!

2021 წლის Acura TLX-ს უსაფრთხოების ბევრი სისტემა აქვს. ახლა კომპანია ახალი ტიპის უსაფრთხოების ბალიშის დიზაინზე მუშაობს, რომელიც ავარიის შემთხვევაში წინა სავარძელის მგზავრებს ტვინის ტრავმისგან დაიცავს.

ავტომწარმოებელმა ბეიზბოლის ხელთათმანის ფორმის უსაფრთხოების ბალიში შეიმუშავა. ეს ბალიში სამ განყოფილებიანია. ბალიში ორი განყოფილებიდან იხსნება. შუაში პანელია, რომელიც მათ შორის იჭიმება და თავის მოძრაობას ანელებს. ამ პანელის ქვემოთ კიდევ ერთი განყოფილებაა, რომელიც თავს საჭეზე ან მონაცემთა დაფაზე დარტყმისგან შეაჩერებს. ეს პანელი გვერდზე გადავარდნისგანაც იცავს.

– „პანელი უსაფრთხოების ბალიშს ავარიისას მგზავრთან უფრო ადრე მიახლოების საშუალებას აძლევს. შედეგად, ბალიში თავს იჭერს და წინ დარტყმისგან ან გვერდით გაცურებისგან იცავს“. – ამბობს Honda R&D America-ს მთავარი ინჟინერი უსაფრთხოების საკითხებში ერიკ ჰეიტკამპი.

ახალი უსაფრთხოების ბალიშის შემქნის მთავარი მოტივატორი NHTSA-ს განვითარებული ტექნოლოგია გახდა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ავარიის შემდეგ რამდენად შეიძლება დაზიანდეს ტვინი. ერიკ ჰეიტკამპის, თქმით, ეს ტექნოლოგია უსაფრთხოების სისტემების უმაღლეს დონეზე დახვეწაში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

მიუხედავად იმისა, რომ Acura ამ ბალიშს TLX-ისთვის ავითარებს, Honda ახალ დიზაინს მხოლოდ თავისთვის არ დაიტოვებს. მათ Autoliv-თან შეთანხმება აქვთ, რომლის თანახმადაც ამ ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა ავტომწარმოებლებიც შეძლებენ.

– „ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ შეთანხმებით და, იმედი გვაქვს, ეს ზოგადად ავტოინდუსტრიაში უსაფრთხოების დონეს გააუმჯობესებს“. – ამბობს ჰეიტკამპი.

სხვა უსაფრთხოების სისტემები 2021 წლის TLX-ში მოიცავს წინა მგზავრებისთვის მუხლებთან დამატებით უსაფრთხოების ბალიშებს. ამ ავტომობილს ჯამში 8 ბალიში ექნება. ბალიშები გვერდებზეც იქნება, რომლებიც მანქანის გადაბრუნების რისკის დროს ავტომატურად ფარდასავით ჩამოიშლება.

ახალი TLX AcuraWatch მძღოლის დამხმარე სისტემითაც იქნება აღჭურვილი. ახალ ვერსიაში მძღოლის ყურადღების მონიტორინგი, ქვეითის შემჩნევის შესაძლებლობები და ავტომატური დამუხრუჭების სისტემა უფრო დახვეწილია. Acura NHTSA-სა და IIHS-ისგან უმაღლესი შეფასების მიღებას გეგმავს.