შედგენილია ყველაზე პრეტენზიული ძრავების სია

ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანზაიციამ Consumer Reports გამოაქვეყნდა ყველაზე პრეტენზიული ძრავების სია, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ ძვირადღირებული შეკეთება შედარებით დაბალი გარბენის პირობებში. რეიტინგი შედგა მომხარებელთა საჩივრების მიხედვით, რომლებმაც სხვადასხვა ტიპის ავტომობილები შეიძინეს წლების გაანვლობაში შტატების მასშტაბით.

ყველაზე პრეტენზიული ძრავების მქონე ავტომობილების ათეულის ლიდერია 2009-2010 წლებში გამოშვებული Audi A4 2009-2010 . ამ მოდელის მფლობელებს ძრავების შეკეთება სჭირდებოდათ უკვე 170-250 ათასი კმ გარბენის დროს. მეორე ადგილზეა 2008 წლის Ford F-350-ის 6,4 ლიტრიანი დიზელის ძრავი, მასთან პრობლემები 104-191 ათასი კმ გარბენის დროს გამოჩნდა. სამეულს ხურავს 2001 წლის Chrysler PT Cruiser რომელსაც შეკეთება 164-214 ათას კმ-ზე დასჭირდა.

რაც შეეხება ათეულის სხვა წარმომადგენლებს, სია ასე გამოიყურება:

Mini Cooper 2008-2009 196 000-208 000კმ 

Chevrolet Equinox/GMC Terrain 2010 135 000-174 000კმ 

Jeep Wrangler 2006 240 000კმ 

Cadillac SRX 2010 210 000კმ 

Acura MDX 2003 305 000კმ 

Buick Lucerne 2006 187 000-230 000კმ 

GMC Acadia 2010 170 000-208 000კმ 

Consumer Reports ხაზს უსვამს, რომ მოდელებს რომლებცი ამ ჩამონათვალში მოხვდნენ სხვადასხვა ტიპის პრობლემები ჰქონდათ ძრავებზე.