დასახელდა ყველაზე პორბლემური ავტომატური გადაცემათა კოლოფები

ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანზიაციამ Consumer Reports გამოაქვეყნა ყველაზე პრობლემური ავტომატური გადაცემათა კოლოფების რეიტინგი. ის შედგენილია მოხმარებელთა საჩივრების მიხედვით და მოიცავს მხოლოდ ე.წ. „ავტომატიკებს“ რომლებიც გამოიყნებოდა სხვადასხვა ავტომობილებში 2001 – 2015 წლებში.

როგორც გაირკვა ყველაზე პრობლემურებია Nissan-ის  ვარიატორები. მათ  ათეულში ერთდროულად 6 პოზიცია მოიცვეს. ესენია 2012-2015 წლების წარმოების — Sentra, Versa Note, Pathfinder, Maxima, Rogue და Infiniti QX60. თუმცა ყველაზე სწრაფად პრობლემა უვლინდება მესამე თაობის Ford Focus-ს. აქ ხარვეზი უკვე 45-ათასი კმ აგრბენის შემდეგ ფისრიდებოდა.

წარმოგიდგენთ ჩამონათვალს ყველაზე პრობლემური ავტომატური ტრანსმისიების მქონე ავტომობილების.

  • Ford Focus 2012-2015წწ 48 – 130კმ
  • Nissan Pathfinder 2013-2015წწ 80 – 121კმ
  • Nissan Versa Note 2013-2016წწ 89 – 104კმ
  • Infiniti QX60 2013-2015წწ 90 – 132კმ
  • Nissan Maxima 2012-2015წწ 106 – 150კმ
  • Nissan Sentra 2013-2014წწ 109 – 164კმ
  • Chevrolet Equinox/GMC Terrain 2010წ 135 – 191კმ
  • Nissan Rogue 2012წ 151 – 186კმ
  • GMC Acadia 2008-2010წწ 156 – 235კმ
  • Jeep Wrangler 2010წ 157 – 224კმ

Consumer Reports-ის ანალიტიკოსებმა ასევე გამოავლინეს ხარვეზები შედარებით ძველ მოდელებში:  Honda Odyssey 2001 წლის, Acura TL 2003 წლის, Acura MDX 2002 წლის, Chrysler PT 

Cruiser 2005 წლის, Ford Escape/Mazda Tribute 2002 წლის და Ford Focus 2004 წლის გამოშვება. თუცმა ისინი რეიტინგში არ ჩართეს.

Consumer Reports-ის ანალიტიკოსების აზრით თანამედროვე ავტომობილებს ავტომატური გადაცემათა კოლოფით 320 ატას კმ მანძილის დაფარვა შეუძლიათ ისე რომ რაიმე სერიოზული ხარვეზი არ დაუფიქსირდეთ. მანამდე შეგახსენებთ ამერიკელებმა ყველაზე პრობლემური ძრავების მქონე ავტომობილების რეიტინგი წარმოადგინეს