ავტოფარეხში 44 წლით მივიწყებული Mercedes-Benz 1 მილიონ დოლარად იყიდება

ამერიკის შტატ ინდიანას მცხოვრებლებმა მემკვიდრეობით მიღებულ ავტოფარეხში აღმოაჩინეს მიტოვებული Mercedes-Benz 300 SL რომელიც 1960 წელსაა გამოცემული. როგორც ირკვევა ავტომობილმა უმოძრაოდ 44 წელი გაატარა. ახლა კი მისი აღმომჩენი მფლობელები მას 1 095 000 დოლარად ყიდიან.

როგორც ირკვევა ამ ავტომობილის მფლობელმა ის 1976 წელს შეიძინა, თუმცა ყიდვიდან მალევე ავტოფარეხში ჩაკეტა და მას შემდეგ არც გამოუყვანია. ამ მხცოვანი როდსტერის ოდომეტრზე 23 429 კმ გარბენი ფიქსირდება.

ირკვევა რომ იმ წელს როცა ეს როდსტერი გამოვიდა, კომპანიამ მხოლოდ 249 ეგზემპლარი აწარმოა ამ ძარათი. ამასთან ნაპოვნი მოდელი შეღებილი იყო იშვიათ რუხ-ცისფერ ფერში, ხოლო სალონი ლურჯ ფერში გადაწყვეტილი. ერთერთმა მფლობელმა კი ის რუხ ფერში გადაღება და სალონში შავი ფერი არჩია. რომ არა ეს გადაკეთება, ავტომობილი ახლა ბევრად ძვირი ეღირებოდა.

Mercedes-Benz 300 SL როდსტერები 1957 -დან  1963 წლამდე გამოდიოდა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე გამოშვებულია 1458 ეგზემპალრი..