უკანა ეზოში თამაშისას, ბავშვებმა ჩაფლული ავტომობილი იპოვეს

1978 წელს, ორ ლოსანჯელესელ ძმას მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო უახლეს “ფერარიზე”: ბავშვებს კარგად ესმოდათ, რომ მათი მშობლები ამდენად მდიდრები არ იყვნენ. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ ბიჭები, როცა საკუთარი სახლის უკანა ეზოში თამაშისას შემთხვევით იპოვეს მიწაში ჩაფლული საოცნებო მანქანა. პოლიციელებმა, რომლებიც ბიჭების მშობლებმა გამოიძახეს, აღიარეს, რომ ასეთი რამ არსად არასდროს ენახათ.

 

 

სამართალდამცავების დახმარებით, ავტომობილი სწრაფად ამოიტანეს ზედაპირზე. აღმოჩნდა, რომ ბიჭებმა Ferrari Dino GTS 1974 იპოვეს. სახლში მცხოვრები ოჯახი სულ ცოტა ხნის გადმოსული იყო და მისმა არც ერთმა წევრმა არაფერი იცოდა ამ საგანძურის შესახებ.

 

მანქანა ფრთხილად ჩამარხეს ძველი აუზის ორმოში. ისინი, ვინც ავტომობილი ჩაფლა, უეჭველად აპირებდნენ მისთვის დაბრუნებას – “ფერარის” ძარა ქსოვილში რუდუნებით იყო შეხვეული. უცნობებმა იმაზეც იზრუნეს, რომ მანქანის სალონში მიწა არ მოხვედრილიყო.

 

 

მოგვიანებით გაირკვა: მანქანა კანონიერ მფლობელებს გასტაცეს. თავად გამტაცებლებს, როგორც ჩანს, სამართალი მანამ დაეწია, სანამ ავტომობილის გამოყენებას შეძლებდნენ. დამნაშავეებმა კი მანქანის სამომავლოდ დამალვა მოასწრეს.

 

თუმცა, ასე მოპოვებული ავტომობილის ისტორია აქ არ მთავრდება. დღეს იგი ეკუთვნის ჯუზეპე კაპალონგს, ავტომექანიკოსსა და ძველი “ფერარიების” მოყვარულს. ამ მანქანის უჩვეულო ისტორიის გაგების შემდეგ, მამაკაცმა მისი სრულად აღდგენა გადაწყვიტა და მისთვის განსაკუთრებული სანომრე ნიშანიც დაამზადა, იმის სახსოვრად, თუ როგორ იპოვეს ავტომობილი.

 

-“მე ყოველთვის მომწონდა ამ სერიის მანქანები,” – აზიარებს თავის შთაბეჭდილებებს ჯუზეპე. -“ისინი ძალიან სწრაფი და მანევრულია. რა თქმა უნდა, საათში 200 მილით ვერ იფრენს, თუმცა ასეთ ლამაზმანს ამის გაკეთება საერთოდ არ სჭირდება.”

 

ახლა ჯუზეპესი სხვა ავტომობილისტებს შურთ. მამაკაცმა ნამდვილად ძალიან ბევრი გაიღო ამ “რკინის ცხენის” აღსადგენად! ხოლო ისინი, ვინც ისტორიით დაინტერესდა, უფრო მეტს გაიგებენ ქვემოთ მოცემულ ვიდეო-რგოლში.

 

 

ასეტი ისტორიების შემდეგ იფიქრებთ, რომ მეტალის საძებნელი მოწყობილობა ძალიან სასარგებლო ნივთია ყოფაცხოვრებაში. მართლაც, რამდენი რამ შეიძლება იყოს თქვენს ეზოში?