როგორ გადავჭრათ პრობლემა, თუ ავტომობილის ფარი შიგნიდან იორთქლება

კონდენსატს აქვს უნარი, გაჩნდეს იქ, სადაც არ ელიან. ერთ-ერთი ასეთი შეუფერებელი ადგილია ავტომობილის სანათი მოწყობილობის შიდა სივრცე. ფარის შიგნიდან დაორქლება სერიოზული პრობლემაა, რომლის უგულებელყოფაც დაუშვებელია. როგორც კი მსგავსი რამ მოხდება, საკითხი მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადაჭრათ. აი, როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში.

 

 

შიგნიდან დაორთქლილი ფარი ავტომობილებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც არაა დამოკიდებული მანქანის კონკრეტულ მოდელსა თუ ნიშანზე. ხშირად, ფარში კონდენსატი მანქანის გარეცხვის შემდეგ ჩნდება. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ფარს აქვს თავისი დასაწრეტი და გასანიავებელი სისტემა. თუ დაორთქლვის შემთხვევები ერთჯერადია, პრობლემის გადასაჭრელად საკმარისია ძრავის “განიავება”. უბრალოდ დატოვეთ ძრავის ხუფი ღია 15-25 წუთით. თუმცა, თუ კონდენსატი მუდმივად ჩნდება, რადიკალური ზომების მიღება გახდება საჭირო.

 

 

პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, თუ კონკრეტულად რასთანაა დაკავშირებული მსგავსი გაუმართაობა. ყველაზე ხშირად, კონდენსატი (სამრეცხაოს გარდა) ჩნდება კორპუსის სიმთელის დარღვევის, ჰერმეტიკის ფენის დაზიანების, ფარებზე მიკრონაკაწრების გაჩენის ან სადენის შეერთების ადგილებში ჰერმეტულობის დარღვევის შედეგად. ასევე, რეგულარულ დაორთქლვას იწვევს ფარის დრენაჟისა და ვენტილაციის დაბინძურებაც.

დაორთქლილი ფარის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისგან გამომავალი სინათლე გარდატეხას იწყებს. ეს მანქანის მართვას ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზრდის ავარიის რისკს. დაბოლოს, ასეთი ფარი კოროზიული პროცესის კერადაც შეიძლება იქცეს.

 

 

ყველა ამ პრობლემის მოშორება ორიდან ერთ-ერთი მოქმედებით შეგიძლიათ: გაწმენდით ან ჰერმეტიზაციით. თუმცა, ჯერ ფარი უნდა მოხსნათ და დაშალოთ, ასევე, კარგად გააშროთ. შემდეგ, გამოცადეთ თითოეული ელემენტი, პრობლემური ზონის პოვნის მიზნით. თუ სადმე იზოლაციაა დარღვეული, იგი ჰერმეტიკის გამოყენებით უნდა გააუჯობესოთ. იმ შემთხვევაში, თუ ვენტილაციაა დაბინძურებული, საკმარისი იქნება ჩვეულებრივი გაწმენდა. სულ ბოლოს, ფარი უნდა ააწყოთ და თავის ადგილას დააბრუნოთ.