2018 წლის პირველი ოქტომბრიდან

📢 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.

✔️ ავტომობილი მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწმობილობა.

✅ ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მათ მიმართ გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები.