ინსპექტირება გაიარა 50 994-მა ავტომობილმა

 ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების 2018 წლის სტატისტიკა: 

 ინსპექტირება სულ გაიარა 50 994-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ მათ შორის იურიდიული პირების კუთვნილი – 14 598 (28.62%).

 იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომელთაც ტექინსპექტირება გაიარეს, გამართული იყო 37 722 (73.97%). 

 ინსპექტირების დროს დახარვეზებულ იქნა 11 883, ანუ 23.30%. მათ შორის 8 403-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, ანუ 70.71%-მა განმეორებით გაიარა ტექინსპექტირება, განმეორებით დახარვეზებულთა რიცხვმა შეადგინა 365 (4.343%). 

 გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა ცნობილი 1 389 ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რაც 2.723%-ს შეადგენს.