პირველი ავტომობილი

პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა აემოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას.
2004 წელს, ფლორენციის ისტორიისა და მეცნიერების მუზეუმის ექსპერტებმა შეისწავლეს და იდეის სისწორე დაამტკიცეს. ლეონარდო დავინჩის გამოგონება ზამბარების საშუალებით დადიოდა.

 

რაც შეეხება პირველ ავტომობილს, რომელოც ორთქლის საშუალებით მოძრაობდა, ფერდინანდ ვერბისტმა გამოიგონა.
ფერდინანდი იმყოფებოდა ჩინეთში, როგორც იეზუიტთა მისიის ფლამანდიელი წევრი, მან ჩინეთის იმპერატორისათვის ააგო ორთქლზე მომუშავე მოწყობილობა. ფერდინანდი მას აღწერს როგორც ”ასტრონომია ევროპა” (Astronomia Europea), რომელიც სათამაშოს ტიპის იყო და სიგრძეში ზომით არ აღემატებოდა 65 სანტიმეტრს, ეს ეფექტური მაკეტი არ იყო განკუთვნილი ადამიათა გადასაადგილებლად, მას არ გააჩნდა საჭე მძღოლისათვის. მიუხედავად ამ ფაქტისა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არ არის ცნობა იმის შესახებ, რომ როდესმე იქნა აწყობილი ფერდინანდ ვერბისტის ეს მოდელი.

ფრნაგმა გამომგონებელმა ნიკოლას-ჯოზეფ კუგნოტმა, შეიძლება ითქვას ააგო პირველი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ორთქლის საშუალებით უკუქცევითი მექანიზმის გამოყენებით.
თავდაპირველად იგი გამოჩნდა 1769 წელს vapeur à fardier სახელით, იგი შედარებით მცირე მოდელი იყო, რომელიც შექმნილი იყო ორთვლიანი ცხენის ეტლისაგან. მას ძირითადად იყენებდნენ მძიმე ტვირთის გადასაზიდად.
1770 წლიდან კი გამოჩნდა fardier à vapeur უკვე უფრო მასიური მაშტაბის , რომელსაც შეეძლო გადაეზიდა 4 ტონა ტვირთი 7.8 კმ/სთ სიჩქარით, მაგრამ პრაქტიკაში ეს სიჩქარე არ განუვითარებიათ. მიუხედავად მისი დიდი წონისა, რომლის ტარის წონა 2,5 ტონას შეადგენდა, ერთ ერთი წყაროს მტკიცებით ირკვევა, რომ ოთხი მგზავრის შემადგენლობით იგი გადაადგილდებოდა 3.6 კმ/საათში სიჩქარით.

ასევე ასაღნიშნავია, რომ იგი ადვილად კარგავდა მდგრადობას მასზე წონის არასწორად გადანაწილების გამო, რაც ითვლებოდა მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაკლად. დაფიქსირდა ფაქტიც კი მისი არამდგრადობის შესახებ, როგორც იუწყებიან 1771 წელს გამოვიდა მწყობრიდან და დაანგრია არსენალის კედელი (შეიძლება ითქვას დაფიქსირდა პირველი “ავარია” სადაც ნახსენებია ავტომობილი).

რამოდენიმე ეგზემპლარის გამოშვების შემდეგ ჩატარებული სხვადასხვა გამოცდების საფუძველზე საფრანგეთის არმიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ექსპერიმენტი დასასრულს მიეცა. თუმცა 1772 წელს მეფე ლუდოვიკ XV-მ კუგნოტს დაუნიშნა პენსია წელიწადში 600 ლივრის ოდენობით მისი ნოვატორული აზრების გამო. პროექტი აღიარდა საკმაოდ საინტერესოდ, რის გამოც fardier-ები ინახებოდა არსენალში, 1800 წლიდან კი იგი გადაეცა კონსერვატორიის ეროვნულ მუზეუმში სადაც დღესაც კი შეიძლება მისი ხილვა.

1879 წელს კარლ ბენცმა მიიღო პატენტი თავის პირველ ძრავზე, რომელიც შექმნა 1878 წელს, ხოლო მან პირველი ავტომობილი სახელად Motorwagen ააწყო 1885 წელს და შემდეგი წლის იანვარში მისი “Benz & Cie” (დაარსდა 1883 წელს) კომპანიის ეგიდით მიიღო პატენტი მის გამოგონებაზე. იმ დროისათვის კი, როცა სხვა გერმანელი გამომგონებლები პრობლემების გადასაწყვეტად ფიქრობდნენ, კარლ ბენცმა მოიპოვა აღიარება თანამედროვე ავტოინდუსტრიაში.

ჯორჯ სელდენმა კი ჩაუყარა საფუძველი შიდა წვის ძრავაზე მომიშავე ავტომობილების განვითარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის დიზაინი შეიმუშავა 1877 წელს და მასზე პატენტის უფლება მოითხოვა 1879 წელს, მაგრამ მისი მოთხოვნა უარყოფილი იქნა ვინაიდან ვერ შეძლო ავტომობილის აწყობა. თექვსმეტწლიანი შეფერხების შემდეგ რამოდენიმე ცდის შემდგომ როგორც იქნა 1895 წელს მიიღო პატენტი ორ ცილინდრიანი შიდა წვის ძრავაზე, თუმცა მოგვიანებით გასაჩივრებული იქნა ჰენრი ფორდისა და სხვების მიერ და 1911 წელს შეუწყვიტეს საპატენტო უფლება

 დიდ ბრიტანეთში იყო მცდელობები შეექმნათ ავტომობილი ორთქლზე მომუშავე ძრავით, 1860 წელს იყო მცდელობებიც ტომას რიკეტის მიერ წარმოებაში გაშვების, სენტლერი კი აღიარებული იქნა ბრიტანეთის საავტომობილო კლუბის ვეტერანად, რადგან მან 1894 წელს პირველმა შექმნა ბენზინზე მომუშავე ავტომობილი, მაგრამ ისინი მაინც ოფსაიდში ხვდებოდნენ. პირველი ავტოინდუსტრიული წარმოება კი დიდ ბრიტანეთში დაიწყო კომპანია ”Daimler Motor Company”-მ, რომელიც 1896 წელს ჰარრი ჯონ ლავსონმა დააარსა. ძრავის სახელწოდების დარქმევაზე უფლების მოპოვების შემდგომ ლავსონის კომპანიამ 1897 წელს შექმნა პირველი ავტომობილი, რომელიც სახელად ატარებდა ”Daimler”-ს.

1890 წელს ემილ ლევასორი და არმანდ პეჟომ პირველად დაიწყეს ავტომობილების წარმოება, რომლებიც იყენებდნენ დაიმლერის ძრავებს.
1892 წელს რუდოლფ დიზელმა დააპატენტა ახალი ტიპის ძრავა, რომელიც მუშაობდა დიზელზე, ხოლო 1897 წელს მან ააწყო პირველი დიზელზე მომუშავე ძრავა.