დაუჯერებელი ფაქტები ავტომობილების შესახებ

– მსოფლიოს პირველი ავტოკატასტროფა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა 1896 წელს მოხდა და ავტომობილის სიჩქარე 6კმ/სთ იყო.

– ნორვეგიაში ვისაც ელექტრო ავტომობილი ჰყავს, ეკუთვნის უფასო პარკირება ნებისმიერ ადგილას, არ იხდის მგზავრობის არანაირ გადასახადს და უფლება აქვს სამარშრუტო ტრანსპორტისათვის განკუთვნილ ზოლშიც კი იაროს.

 

– ავარიების 10% გამოწვეულია ისეთი უყურადღებობით, როგორიცაა, მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინების წერა საჭესთან ყოფნისას.

 

– აეროპორტისაკენ მიმავალ ტაქსში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე უშუალოდ ფრენისას.

 

– ავტომობილით რომ შეგვეძლოს მთვარეზე წასვლა, 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ოთხი თვე დაგვჭირდებოდა.

– მას შემდეგ, რაც სტივ ჯობსის მდივანი დაგვიანებით მივიდა სამსახურში ავტოავარიის გამო, ჯობსმა მას მეორე დღეს ახალი იაგუარის გასაღები გადასცა და უთხრა: “აღარასდროს დააგვიანებთ”.

 

– სტატისტიკურად ავტომანქანებს ყველაზე ხშირად ახალ წელს იპარავენ.

 

– მიჩიგანის კუნძულ მაკინაკზე 1898 წლიდან აკრძალულია ავტომობილი.მოსახლეობა სატრანსპორტო საშუალებად კვლავაც ცხენებს იყენებს.

 

– ავტორბოლაში მონაწილე მანქანებისათვის ნისანს მინიჭებული აქვს რიცხვი 23, რადგან 2 იაპონურად გამოითქმის, როგორც “ნი”, ხოლო 3, როგორც “სან”. მთლიანობაში კი გამოითქმის “ნისან”.