შპს ლუკა – A ტიპის აკრედიტირებული ინსპეკტირების ორგანო

დადგენილებები

ECMT (2014 წ-ის 3 იანვარი)

ტესტირების ცენტრში  სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობზე ტესტირება ტარდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სავალდებულო პერიოდული ტესტირება ეხება  N2, N3- კატეგორიის სატვირთო და   O3, O4 – კატეგორიის ტვირთის გადასაზიდ  მისაბმელ და ნახევრადმისაბმელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.

ინსპექტირებისას მოწმდება  №29 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემადგენელი ელემენტები და ტექნიკური პარამეტრები.

შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა:

1. გზისთვის ვარგისობის ბარათი და ფირნიში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №30 დადგენილების შესაბამისად.

2. სატვირთო ავტომობილის და მისაბმელისათვის გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ოქმი.

3. მისაბმელის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი.

4. სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი.

 

გადაკეთება (2014 წ-ის 3 იანვარი)

 ტესტირების ცენტრში გადაკეტებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ტარდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სავალდებულო პერიოდული ტესტირება ეხება M1, M2,M3-მგზავრთა გადასაყვან, N1, N2, N3- კატეგორიის სატვირთო და  O1, O2, O3, O4 – კატეგორიის ტვირთის გადასაზიდ  მისაბმელ და ნახევრადმისაბმელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.

 ინსპექტირებისას მოწმდება  №36 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემადგენელი ელემენტები და ტექნიკური პარამეტრები.

     შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა:

1. გზისთვის ვარგისობის ბარათი და ფირნიში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №6 დადგენილების შესაბამისად.

2. ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე.

3. გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
ტესტირების ბარათი.

 

ტესტირების პერიოდულობა და ფასი

– აღწერა

 

ასს-ის და მისაბმელების ტექნიკური რეგლამენტი (2017 წ-ის 1 დეკემბერი)

– აღწერა

 

შენობა ნაგებობები და პერსონალი

– აღწერა